დახმარება
გადახდა და მიწოდება
მიწოდების პირობები
თბილისის მასშტაბით გზავნილის ჩაბარება ხდება შეკვეთის მეორე სამუშაო დღეს.
- თბილისში საკურიერო მომსახურების ღირებულებაა – 6 ლარი.
- თბილისის შემოგარენში – 8 ლარი.
თბილისის შემოგარენად მოისაზრება: წყნეთი, წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, კიკეთი.
საქართველოს სხვა ქალაქებში (გარდა თბილისის და მაღალმთიანი რეგიონების) გზავნილის მიწოდების ვადები განისაზღვრება 2-3 სამუშაო დღით.
- საქართველოს სხვა ქალაქებში საკურიერო მომსახურების ღირებულება არის – 11 ლარი.
საქართველოს სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში გზავნილის მიწოდების ვადები განისაზღვრება 3-5 სამუშაო დღით.
- საქართველოს სოფლებში და მაღალმთიან რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულება არის – 16 ლარი.
- რეგიონებში მიწოდების პირობებზე დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook გვერდზე.
შეკვეთის მიღება ხდება მხოლოდ სამუშაო დღეებში. არასამუშაო საათებში გაკეთებული შეკვეთის ჩაბარება გადაიწევს 1 დღით.
- სამუშაო საათებია: ორშ-პარ 10:00-19:00
შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად მნიშვნელოვანია, რეგისტრაციისას სწორად და სრულად იყოს შევსებული მოთხოვნილი ინფორმაცია.
ფასი და გადახდა
- საიტზე ყველა პროდუქტის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარში (GEL).
- გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათით.
- საიტზე მოცემული პროდუქტის ფასი არ მოიცავს მიწოდების ხარჯებს.
- შენაძენის მიწოდების დამატებითი გადასახადის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს გამოუჩნდება სასურველი ქალაქის მითითების შემდგომ. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია წინასწარ მოცემულია ჩვენს საიტზე – გადახდა და მიწოდების გვერდზე.
- კომპანიამ შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი პროდუქტის ფასი მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
- კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მომხმარებელს მათგან წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც მყიდველის ტრანზაქციას უკავშირდება.
- მყიდველი ვალდებულია, გააფრთხილოს კომპანია პროდუქტის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის შესახებ.
ფორს-მაჟორი
- კომპანიასა და მყიდველს შორის შეთანხმებული პროდუქტის მიწოდების დრო შეიძლება შეიცვალოს და დროულად ნივთის მყიდველისთვის ვერ მიწოდებაზე კომპანია პასუხისმგებელი არ იყოს ისეთი ფორსმაჟორული მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში, როგორიცაა ომი, სამოაქალაქო დაპირისპირება, მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა თუ სხვა სტიქიური უბედურება, ასევე, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხარეები წინასწარ ვერ გაითვალისწინებდნენ.
დაბრუნების უფლება
- მყიდველს უფლება აქვს, წუნის აღმოჩენის შემთხვევაში (რის შესახებაც მას წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა) 15 დღის განმავლობაში კომპანიას უკან დაუბრუნოს შეძენილი პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში ის, სურვილისამებრ, სრულად იბრუნებს გადახდილ თანხას ან ცვლის პროდუქტს იმავე ღირებულების სხვა პროდუქტში.
- მყიდველს უფლება აქვს, ზომის ვერ მორგების შემთხვევაში 15 დღის განმავლობაში კომპანიას უკან დაუბრუნოს ნაყიდი პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ შეუძლია საკუთარი პროდუქტის იმავე ღირებულების სხვა პროდუქტში გაცვლა. მყიდველს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.
- კომპანია უკვე გაყიდულ საქონელს უკან იბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის: უხმარი, დაუზიანებელი და წარმოდგენილია თავის პირვანდელ შეფუთვაში.
- პროდუქტის დაბრუნება ხდება მყიდველის მიერ შენაძენის კომპანიის სახელოსნო/საწყობში (დ. თავდადებულის 4) მიტანით, თუ არ არსებობს სხვა წინასწარი შეთანხმება.
- მობრუნებული პროდუქტის ჩაბარების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია, მყიდველს დაუბრუნოს საკუთარი თანხა 14 დღის განმავლობაში.