ხშირად დასმული კითხვები
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ხშირად დასმული კითხვები, სანამ გამოგვიგზავნით შეტყობინებას.
ჩვენ გთავაზობთ ქუდებს, ხელთათმანებს, წინდებს და შარფებს, რომლებიც მოქსოვილია 100% ნატურალური თუშური შალის ძაფისგან, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია.
ხოლო სარჩული, რომელიც ქუდს შიგნიდან აქვს გამოკერებული, დამზადებულია ნატურალური ბამბისგან.
შალი, სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, მარტივად არ იკიდებს ჭუჭყს, ამიტომ მისი ხშირი გარეცხვა აუცილებელი არ არის. თუმცა, თუ მის გარეცხვას დააპირებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ინსტრუქციები:
- გარეცხეთ ცალკე, მხოლოდ ცივ წყალში – ხელით;
- არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში;
- გამოიყენეთ შამპუნი ან რბილი სარეცხი საშუალებები;
- არ გაწუროთ;
- დატოვეთ სველი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში;
- გაამშრალეთ პირსახოცით ან გასაშრობად დადეთ ჰორიზონტალურად.
ზომის დასადგენად იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული ცხრილით:
ასაკი | ზომა | თავის გარშემოწერილობა (სმ) |
ზრდასრული | L | 62-65 |
M | 58-61 | |
S | 54-57 | |
ბავშვი | XS | 50-53 |
2XS | 45-49 | |
3XS | 40-44 |
ჩვენი სახელოსნო მომხმარებლებისთვის დროებით დახურულია. შესაბამისად, გაყიდვები გვაქვს მხოლოდ ონლაინ.
თუმცა, “ბებიას” ხშირად მონაწილეობს თბილისის სხვადასხვა ფესტივალსა და ქუჩის ბაზრობაში, სადაც ჩვენი ქუდების ნახვის და თავზე მორგების საშუალება გაქვთ. წინასწარ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას.
ჩვენ წინასწარ განსაზღვრული, სპეციალურად ჩვენი საწარმოსთვის დამზადებული ფერებისა და დიზაინის პროდუქციას ვქმნით, რომლის შერჩევა დიდი პროცესია. ამიტომ, ჩვენი ასორტიმენტისგან განსხვავებულ ინდივიდუალურ შეკვეთას არ ვიღებთ.
თუმცა, დამატებითი მომსახურების სახით შესაძლებელია იარლიყის დამზადება სასურველი ლოგოთი და პროდუქციაზე განთავსება.
კორპორატიული შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ლინკს.
2021 წლიდან ჩვენ გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და ამჟამად, ქუდების გარდა, გთავაზობთ ხელით ნაქსოვ წინდებს, შარფებს და ხელთათმანებს სხვადასხვა ვარიაციით.
მომავლისთვის ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ გამრავალფეროვნებას და მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზებას, როგორიცაა: ჩანთები, თმის აქსესუარები და ა.შ.
მოგვწერეთ შეკითხვა
თუ ამ გვერდზე თქვენს შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღეთ, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მეშვეობით: info.bebias@gmail.com

გაგვესაუბრეთ პირადად
გაქვთ შემოთავაზება? დაგვირეკეთ – ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, გიპასუხოთ.