მისია

 

საქმე, რომელსაც ვემსახურებით, წარმოადგენს ერთგვარ სოციალურ პროექტს ქართველი ბებიებისთვის. ჩვენი მიზანია აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნოთ და შემოსავალი გავუჩინოთ რაც შეიძლება მეტ ხანშიშესულ ქალბატონს საქართველოში.

ჩვენ გვწამს, რომ ბრენდი არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის მიმწოდებელი სისტემა, არამედ ის უნდა ქმნიდეს ჭეშმარიტ ღირებულებას ადამიანისთვის.

ჩვენ არ ვართ რიგითი კომპანია, რომელიც უბრალოდ ნაქსოვ პროდუქციას ყიდის. ჩვენი მიზანია ძვირფასი, ხარისხიანი ნივთის შექმნას ორივე მხარისთვის მოჰქონდეს მატერიალური და არამატერიალური სარგებელი.

ჩვენი ყოველდღიური შრომა მიმართულია მთავარი მიზნისკენ - ბებიებს დავუბრუნოთ იმის განცდა, რომ მათი საქმე საზოგადოებისთვის ისევ ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მომხმარებელს ვაჩვენოთ, რამდენად ძვირფასი საჩუქარი შეუძლიათ მიიღონ მათგან. ამით ჩვენ ვქმნით ორმხრივ კავშირს ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შორის.

სიმბოლურია, რომ ამ კავშირის გაბმას ყველაზე თბილი პროდუქტის შექმნა მოჰყვება.