გადიდება

სალათისფერი ქუდი პომპონით

₾69.00

• ქსოვილი: 100% ნატურალური თუშური შალი
• სარჩული: 100% ბამბით ნაქსოვი, შუბლის გარშემო
• ნამდვილი ბებიების ხელით მოქსოვილი
• დამზადებულია საქართველოში
• შეფუთვა: ბრენდირებული კრაფტის ქაღალდი და კრაფტის ჩანთა

ზომა

ზომის დასადგენად იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული ცხრილით:

ზომა თავის გარშემოწერილობა
 L 62-65 სმ
 M 58-61 სმ
 S 54-57 სმ
XS 50-53 სმ

✓ შეძენამდე გაეცანით მიწოდების პირობებსა და ტარიფებს.

✓ რეცხვის ინსტრუქცია იხილეთ ხშირად დასმულ კითხვებში.

 

ტრადიციით შექმნილი, სიყვარულით შესრულებული

“ბებიას” ყოველი ნახელავი სითბოს, ოსტატობისა და სოციალური გავლენის ისტორიას ყვება. ქართული, ბებიების მიერ ხელით ნაქსოვი თითოეული პროდუქტი უნიკალურია და გამოხატავს თაობიდან თაობაზე გადაცემულ უნარებს. ჩვენი პროდუქტები მხოლოდ აქსესუარები არაა — ეს სიმბოლოებია სიყვარულის, ზრუნვისა და ტრადიციის.

ბუნებრივი მასალები, სითბო და სიმყუდროვე

ჩვენი ნაქსოვები ნატურალური მასალისგან იქმნება, რომელიც განსაკუთრებული კომფორტით, სირბილითა და ჰაერგამტარობით გამოირჩევა. ჩვენ ვიყენებთ თუშეთის მთებიდან მოპოვებულ თბილ ქართულ მატყლს, ასევე უმაღლესი ხარისხის რბილ მატყლსა და ნატურალურ ბამბას, რათა თითოეული ნივთი რბილი და ყველა სეზონისთვის შესაფერისი იყოს, როგორც ყინვაში, ისე ზომიერ სიცივეში.

სოციალური გავლენა

„ბებიას“ პროდუქციის შეძენისას, თქვენ მხარს უჭერთ ქართულ ხელსაქმეს და იმ ქალებს, რომლებიც ამ ტრადიციას ინარჩუნებენ. მაგრამ ეს მხოლოდ პროდუქტი არ არის: ეს ადამიანების ისტორიაა. ყოველი შენაძენი ჩვენი ბებიების ცხოვრების მხარდაჭერაა და მათთვის დამატებითი შემოსავლისა და სიხარულის მომტანია.

მსგავსი პროდუქტები