ბებიების სიყვარულით ნაქსოვი

ონლაინ მაღაზია

თითოეული ნახელავი უნიკალურია

ქუდები, წინდები, ხელთათმანები და შარფები, ბებიების ხელით ნაქსოვი ნატურალური ძაფისგან.

შეიძინე ახლავე

ბესტსელერები

მაღალი ხარისხის ნაწარმი

ჩვენი პროდუქცია მოქსოვილია მხოლოდ ნატურალური და ორგანული მასალებით: 100% ანტიალერგიული ბამბით ან 100% პრემიუმ ხარისხის შალით. ასევე სარჩული, რომელიც შალის ქუდებს შიგნიდან აქვს გამოკერებული, მოქსოვილია 100% ბამბით.

მიწოდება საქართველოს მასშტაბით

მიწოდება შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღეში თბილისის მასშტაბით, 3-5 სამუშაო დღეში საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იგზავნება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: მიწოდების პირობები.

სწრაფი კომუნიკაცია

კორპორატიული შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს. ნებისმიერი კითხვის ან შეთავაზების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook გვერდზე, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე ან დაგვირეკეთ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საკონტაქტო გვერდზე.

ბებიას მოქსოვილია...

ჩვენ ვართ „ბებიას“ - ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ნამდვილი ბებიების ხელით მოქსოვილ 100% ნატურალური და ორგანული მასალის ქუდებს, წინდებს, ხელთათმანებს და შარფებს. "ბებიას" თითოეული ნახელავი უნიკალურია და სიმბოლოა სიყვარულის, ზრუნვისა და მდგრადობის. ჩვენ, ერთი მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას ვაძლევთ, გამოიმუშაონ შემოსავალი საყვარელი საქმით, ხოლო მეორე მხრივ, ვქმნით მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.

იდეა მოდის ჩვენი ბავშვობიდან, როდესაც ყველაზე თბილი და საყვარელი ქუდი ბებიას მოქსოვილი იყო. სწორედ ერთი ასეთი ქუდის გამო გადავწყვიტეთ, იდეა რეალობად გვექცია და დაგვესაქმებინა ათობით ქართველი ხანშიშესული ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფიდან.