ბუნებრივი საღებავები მცენარეებისგან მიიღება ქიმიური მინარევების გარეშე. Საღებავ ბალახებს ძირითადად ივნის-აგვისტოში, მათი ვეგეტაციის პერიოდში აგროვებენ, აშრობენ და დაახლოებით 1-3 წლის პერიოდში იყენებენ, თუმცა ახალმოკრეფილი მცენარეების საშუალებით უფრო ინტენსიური ფერის მიღებაა შესაძლებელი. გამოიყენება მცენარეების ყვავილები, ფოთლები, ქერქი, ფესვები და ა.შ. 

სხვადასხვა ფერის მისაღებად სხვადასხვა მცენარეებს და მის ფერმჭერს გამოიყენებენ. ფერმჭერები ფერის მდგრადობას განაპირობებს. მაგალითად, ყვითელი ფერის მისაღებად ხარშავენ რძიანა ბალახს, თუთის ფოთოლს ან თხილის ფოთოლს, შავი ფერის მისაღებად გამოიყენებენ თავშავას და ძაღას, ყავისფერი ტონების მისაღებად კარგი საშუალებაა კაკლის წენგო, ხოლო წითელ ფერს ენდროთი იღებენ. Ბუნებრივი ფერმჭერების (ნაცართვალი, თეთრი შაბი, რკინის შაბიამანი და ა.შ.) დამატებით მიიღება საღებავები, რომლის გამოყენებით მიღებული ფერებიც ათჯერ უფრო ნაკლებად ხუნდება, ვიდრე ქიმიური საღებავების გამოყენებისას.

ბუნებრივი საღებავები უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საქართველოში და ღებვისა თუ ფერის მიღების მდიდარი გამოცდილება გვაქვს. ამას განსაკუთრებით მეცხვარეობის და შალის წარმოების განვითარებამ შეუწყო ხელი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ბუნებრივი საღებავები თითქმის სრულად ქიმიურმა საღებავებმა ჩაანაცვლა, თუმცა ძველი ცოდნა და გამოცდილება მაინც დარჩა და დღესაც გამოიყენება.

“ბებიას” პროდუქცია იქსოვება 100% ნატურალური და ბუნებრივი პრემიუმ ხარისხის შალის და ბამბის ძაფებით, რომელთა ნაწილიც ბუნებრივი საღებავებით მიღებული ფერებია. შედეგად კი ვიღებთ 100%-ით ეკომეგობრულ პროდუქტს, რაც ნიშნავს მეტ ჯანმრთელობას ადამიანებისთვის და ნაკლებ ზიანს გარემოსთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ! 

მაღაზიაში გადასვლა