
ხშირად დასმული კითხვები
ჩვენ გთავაზობთ ქუდებს, ხელთათმანებს, წინდებს და შარფებს, რომლებიც მოქსოვილია 100% ნატურალური შალის ძაფისგან, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია.
ხოლო სარჩული, რომელიც შალის ქუდებს შიგნიდან აქვს გამოკერებული, მოქსოვილია ბუნებრივი ფერის 100% ნატურალური ბამბისგან.
შალი, სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, მარტივად არ იკიდებს ჭუჭყს, ამიტომ მისი ხშირი გარეცხვა აუცილებელი არ არის.
თუმცა, თუ მის გარეცხვას დააპირებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ინსტრუქციები:
- გარეცხეთ ცალკე, მხოლოდ ცივ წყალში – ხელით;
- არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში;
- გამოიყენეთ შამპუნი ან რბილი სარეცხი საშუალებები;
- არ გაწუროთ;
- დატოვეთ სველი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში;
- გაამშრალეთ პირსახოცით ან გასაშრობად დადეთ ჰორიზონტალურად.
ზომის დასადგენად იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული ცხრილით:
ასაკი | ზომა | თავის გარშემოწერილობა (სმ) |
კაცი/ ქალი |
L | 62-65 |
M | 58-61 | |
S | 54-57 | |
ბავშვი | XS | 50-53 |
2XS | 45-49 | |
3XS | 40-44 |
ჩვენი სახელოსნო მომხმარებლებისთვის ამჟამად დახურულია. შესაბამისად, გაყიდვები გვაქვს მხოლოდ ონლაინ.
თუმცა, “ბებიას” ხშირად მონაწილეობს თბილისის სხვადასხვა ფესტივალსა და ქუჩის ბაზრობაში, სადაც ჩვენი ნახელავების ნახვის და თავზე მორგების საშუალება გაქვთ. წინასწარ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას.
ჩვენ წინასწარ განსაზღვრული, სპეციალურად ჩვენი საწარმოსთვის დამზადებული ფერებისა და დიზაინის პროდუქციას ვქმნით, რომლის შექმნა დიდი პროცესია. ამიტომ, ჩვენი ასორტიმენტისგან განსხვავებულ ინდივიდუალურ შეკვეთას არ ვიღებთ.
დამატებითი მომსახურების სახით შესაძლებელია ტყავის იარლიყის დამზადება სასურველი ლოგოთი და პროდუქციაზე განთავსება.
კორპორატიული შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ლინკს.
2021 წლიდან ჩვენ რამდენჯერმე გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და ამჟამად, ქუდების გარდა, გთავაზობთ ხელით ნაქსოვ წინდებს, ხელთათმანებს და შარფებს სხვადასხვა დიზაინით.
სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზებას, როგორიცაა ნაქსოვი ჩანთები, თმის აქსესუარები და სხვა.
მოგვწერე შეკითხვა
თუ ამ გვერდზე შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღე, დაგვიკავშირდი ელ-ფოსტის მეშვეობით:
info.bebias@gmail.com

გაგვესაუბრე პირადად
გაქვს შემოთავაზება? დაგვირეკე – ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, გიპასუხოთ.