საქართველოში ქსოვის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში იყო ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ქართველები ძირითადად შალისგან ქსოვდნენ. ადგილობრივი ცხვრის ბეწვი სითბოს, სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფდა. ქსოვის ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, განსაკუთრებით ქალებს შორის, რომლებიც ბავშვობიდან სწავლობდნენ ამ რთულ, მაგრამ ტრადიციულ საქმიანობას.

ქსოვა იყო არა მხოლოდ აუცილებლობა, არამედ კულტურული თვითგამოხატვის ფორმაც. ქსოვის პროცესი ხელოვნების დარად ითვლებოდა, თითოეულ საფეხურს გულისხმიერება და გამოცდილება სჭირდებოდა. ქსოვამდე შალს ართავდნენ, რეცხავდნენ, არბილებდნენ და ბუნებრივი საღებავებით ღებავდნენ. ამ მიზნით იყენებდნენ მცენარეებს, მერქანსა და ნაყოფებს: გვირილა, კაკლის ყლორტი, მუხის ქერქი, რკო და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტები ქმნიდა მდგრად და გამორჩეულ ფერებს, რომლებიც წლების განმავლობაშიც კი ინარჩუნებდნენ სილამაზეს.

ქართველები ქსოვდნენ ფარდაგებს, სამოსს, ნაბდებს, საწოლის გადასაფარებლებსა და მზითვის ნივთებს. თითოეულ ნივთში ჩანდა მათი გემოვნება, გამოცდილება და ზრუნვა. ქსოვა იყო ყოფისა და სულიერების ერთიანობა – შრომა, რომელიც ოჯახს ემსახურებოდა და წარსულის სიბრძნეს ინახავდა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების ტრადიციებს და გთავაზობთ ბებიების ხელით მოქსოვილ 100% ნატურალურ და ბუნებრივ ნახელავებს, რომელთა ნაწილიც ასევე ბუნებრივი საღებავებით იღებება. შედეგად კი ვიღებთ 100%-ით ეკომეგობრულ პროდუქტს, რომელიც წლებს უძლებს.

მაღაზიაში გადასვლა