შალის წარმოება უხსოვარ დროს, მესოპოტამიაში დაიწყო. ქრისტესშობამდე პირველი ათასწლეულიდან ადამიანებმა ისწავლეს მატყლის დართვა და ქსოვა, რის შემდეგაც შალი გავრცელდა ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპიდან კი ამერიკაში. ცნობილია, რომ თომას ჯეფერსონი და ჯორჯ ვაშინგტონი სწორედ შალის კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები თავიანთი ინაუგურაციის დროს.
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ შალი გამოიყენებოდა ტანსაცმლის, ფარდაგების, ხალიჩების საქსოვად. ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილია უძველესი დროის სელის და შალის 1500-მდე ბოჭკო, რომელიც ხელითაა დართული, რაც ადასტურებს, რომ შალის წარმოება და ხელსაქმე ოდითგანვე იყო გავრცელებული ჩვენს ტერიტორიაზე.
„ბებიას“ პროდუქცია 100% ნატურალური და ბუნებრივი პრემიუმ ხარისხის შალის და ბამბის ძაფებით იქსოვება, რაც უპირობოდ მიუთითებს მის უმაღლეს ხარისხზე.
მაღაზიაში გადასვლა