შალი ყველაზე სასარგებლო, ჰიგიენური და სამკურნალო თვისებების მქონე ქსოვილია.

შალის სამკურნალო თვისებებს ხალხური მედიცინა ოდითგანვე იცნობს, დღეს კი ამაზე თანამედროვე ექიმებიც საუბრობენ. ამიტომაცა ბებიების მოქსოვილი წინდები, ქუდები თუ ხელთათმანები მხოლოდ ჩვენს თბილად ყოფნას არ ემსახურება და ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს სასიკეთო გავლენას.

შალი თერმომარეგულირებელი ქსოვილია. მისი სტრუქტურა აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას.
შალი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სხეულის ტემპერატურაზე ლღვება, აღწევს კანში, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და დადებითად მოქმედებს სახსრებზე, კუნთებზე, ხერხემალზე, ანთებით პროცესებზე.

შალს შეუძლია ტკივილის გაყუჩებაც, ხოლო გაციების დროს კი ის ნამდვილად შეუცვლელია.

შალის სასარგებლო თვისებებია:

▪️ ამშვიდებს კანს და აძლევს სუნთქვის საშუალებას.
▪️ აყუჩებს თავის, სახსრების ტკივილს.
▪️ აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
▪️ ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
▪️ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
▪️ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.

შალი უნიკალური პროდუქტია და მის გამოყენებასა და სამკურნალო თვისებებზე კიდევ ბევრს ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ „ბებიას“ პროდუქცია 100% ნატურალური და ბუნებრივი პრემიუმ ხარისხის შალის და ბამბის ძაფებით იქსოვება, რადგან ჩვენი ბებიები ზრუნავენ როგორც შენს სითბოზე, ასევე ჯანმრთელობაზე.

მაღაზიაში გადასვლა