ბუნებრივი ქსოვილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა გარდა ჯანმრთელობისა, ბუნებრივი მასალების გამოყენებით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზეც.

ბუნებრივი ქსოვილების შესაქმნელად გამოიყენება განახლებადი რესურსები. ისინი მიიღება ცოცხალი ორგანიზმებიდან – მცენარეებიდან ან ცხოველთა ბოჭკოებიდან. ყველაზე გავრცელებულია:

  • შალი (ცხოველური წარმოშობის)
  • ბამბა (მცენარეული ბოჭკო)
  • სელი, აბრეშუმი და სხვა.

ბუნებრივი ქსოვილების მთავარი ეკოლოგიური უპირატესობაა:

  • განახლებადი რესურსია – რეგენერირდება ყოველწლიურად
  • ბიოდეგრადირებადია – მისი ნარჩენები არ აბინძურებს გარემოს
  • არ შეიცავს მიკროპლასტიკებს – განსხვავებით სინთეზური ქსოვილებისგან
  • ეკოლოგიურად მოპოვებადია – მის მისაღებად არ ზიანდება ბუნება

“ბებიას” პროდუქცია იქსოვება 100% ნატურალური და ბუნებრივი პრემიუმ ხარისხის შალის და ბამბის ძაფებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ნაქსოვები:

  • არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს
  • არ აბინძურებს გარემოს
  • ბიოდეგრადირებადია
  • სასარგებლოა კანისა და ზოგადად ჯანმრთელობისთვის
  • ხელს უწყობს ეკოლოგიას და ამაღლებს ცნობადობას მიკროქსოვილით გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ.

ჩვენ ამ გზით ვცდილობთ, ვიზრუნოთ გარემოზეც და ადამიანების ჯანმრთელობაზეც.

მაღაზიაში გადასვლა